ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული 4 პირი პატიმრობაში რჩება

23 დეკემბერი 2019, 10:08 1670 ნახვა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, 1 პირი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დაკავებულ პირებს: მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 თებერვალსაა ჩანიშნული. გამსახურდიას ადვოკატის, განცხადებით, ინფორმაცია, რომ თითქოსდა დაზარალებული იყო კონფლიქტის ინიციატორი და დაპირისპირება ღვინის ხარისხს უკავშირდებოდა, არ არის რეალური, რადგან მისი შეფასებით, წარმოუდგენელია, სუფრულ გარჩევას ამგვარი სისასტიკე მოყოლოდა”.

ცოტნე გამსახურდია რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმი განმარტებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში