ვიზალიბერალიზაცია –გზავნილი საქართველოს

13 სექტემბერი 2016, 00:00 4468 ნახვა

''მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს არც ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში, ამ საკითხზე ყველა თანხმდება,'' - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკომისართან შეხვედრაზე მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მირ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა ევროკომისარს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პროცესსა და წინასაარჩევნო ვითარებაზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მზაობა უზრუნველყოს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი