კიდევ ერთი უშედეგო, შეხვედრების მე-4 რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი - ესაა რამდენიმე თვიანი მასშტაბური აქციების შემდეგ "ოცნების" შეთავაზება ოპოზიციას.
რაც ნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ოპონენტებს პროპორციული წილის გაზრდის საშუალებით შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას სთავაზობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის. შეთავაზებას არასერიოზულს უწოდებენ. ამბობენ, რომ ეს იქნება საარჩევნო სისტემის გაფუჭება. ოპონენტები მთავარ მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნიან.