არჩევნები და პროვოკაციები – რა რესურსი აქვს შსს-ს?

13 სექტემბერი 2016, 00:00 2491 ნახვა

გარკვეული პარტიები არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც პროვოკაციებს გეგმავენ - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.  ქვეყნის პირველი პოლიციელი  დეტალებზე არ საუბრობს თუმცა ამბობს, რომ უწყება ამ მიმართულებით მობილიზებულია. 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსებში. უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ პორვოკაციების თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული. რესპუბლიკელები  მინიტრს ურჩევენ მსგავსი განცხადებების ნაცვლად საქმით დაკავდეს. ნაციონალურ მოძრაობაში  ფიქრობენ, რომ ხელისფულება ძალიან ხშირად ოპონენტებს თავად აქეზებს. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ  აუცილებელია ხელისუფლების რესურსი სწორად იქნას გამოყენებული და ძალოვანი სტურქტურები პოლიტიკისგან თავისუფლები იყვნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი