დღეს ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო არ არის, კონკრეტული ნაბიჯების დროა - პრემიერი

19 დეკემბერი 2019, 10:27 1427 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ დღეს ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო არ არის, დროა ხელისუფლებამ სხვა უწყებებთან ერთად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და კოორდინირებულად იმუშაოს. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ დღეს აღნიშნულ თემაზე ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება. 

პრემიერის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გამოიძიებს ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი.

''უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და შესაბამის უწყებებს დავალებები უნდა მივცეთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების სისტემის დახვეწაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომლებსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. 

ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომელიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან ურთიერთობას ეხება. ეს არის ის მიმართულება, რომელზეც სისტემურად უნდა ვიმუშაოთ და სწრაფი შედეგი დადგეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით ბევრი გაკეთდა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. მაგრამ შემდეგი ნაბიჯები სწრაფად უნდა გადავდგათ. 

დღეს ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება ამ პრობლემატიკაზე. სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი დაესწრება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როდესაც ჩვენ კოორდინირებულად განვსაზღვრავთ კონკრეტულ ნაბიჯებს'', - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი