,,ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა'' წელი მოგებით დაასრულეს

19 დეკემბერი 2019, 10:02 1996 ნახვა

ქუთაისის სპორტის სასახლეში, ხელბურთელთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წლის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

,,ბათუმის შავი ზღვის ბიჭები’’   შეხვედრაში ,,სტუ-იმედს’’ დაუპირისპირდა და უშეღავათო ბრძოლაში 3 ბურთის სახვაობით 28-25 დაამარცხა. პირველი ნახევარი ბათუმელებმა მინიმალური სხვაობით 13-12 მოიგეს. მეორე ტაიმში დაძაბული თამაში გაგრძელდა. ბათუმელმა ხელბურთელებმა მეტოქე 28-25 დაამარცხეს.

რაც შეეხება მეორე მატჩს აქ ქუთაისელებმა სპორტის უნივერსიტეტი დიდი ანგარიშით 40-19 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ამით დამთავრდა . 12-12 ქულით პირველი-მეორე ადგილი ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ,,ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა’’ ,,ქუთაისთან’’ გაიყო. წინ რეგულარული სეზონის კიდევ 14 ტურია, რომლის შემდეგაც 2020 წლის გაზაფხულზე გაირკვევა, რომელი 4 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას საჩემპიონო პლეიოფში.

ჩემპიონატის განახლებამდე კი უმნიშვნელოვანესი სანაკრებო მატჩებია. 10-12 იანვარს საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიის ქალაქ ბენევენტოში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდს ითამაშებს რუმინეთის, იტალიისა და კოსოვოს წინააღმდეგ. ამას მოსდევს ევრო 2022-ის მატჩები მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში გასასვლელად: 16 იანვარს თბილისში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლებს , ხოლო 19 იანვარს საპასუხო გასვლითი მატჩია ქალაქ რიიჰიმიაკიში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში