"პოლიციელის ოპერაცია იყო მძიმე, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავრჩით" - დაჭრილი პოლიციელის ოპერაცია დასრულდა

19 დეკემბერი 2019, 00:15 13653 ნახვა

ბათუმში, 18 დეკემბერს დაჭრილი პოლიციელის ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კლინიკაში განუცხადეს.  ექიმების განმარტებით, პაციენტი კლინიკაში მოქალაქემ შეიყვანა, მას აღენიშნებოდა ორი ჭრილობა, რომელიც კისრის არეში ბასრი ნივთით იყო მიყენებული.

"ჭრილობა იყო ღრმა, დაზიანებული იყო მცირე ვენები და ხორხის ზედაპირი. ხელზე მცირედი, უმნიშვნელო ჭრილობა ჰქონდა. ჩატარდა ოპერაცია და დაუმუშავდა ჭრილობა, პაციენტი უკვე გადავიყვანეთ პალატაში და ის ხელოვნურ  სუნთქვაზე, მძიმეა მაგრამ სტაბილურია მისი მდგომარეობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავრჩით. იყო დიდი სისიხლის დანაკარგი, ჭრილობა და ოპერაცია იყო მძიმე, მაგრამ ამ მონაცემებით კარგი დინამიკაა. შეესაბამება ოპერაციის სიმძიმეს" - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა.

საპატრულო ეკიპჟის წევრი პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. შსს ინფორმაციით, მას ბლაგვი საგნით მიაყენეს კისრის არეში ჭრილობა. დამნაშავე ადგილზე, დაჭირლი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა. 

 სამინისტროში არ საუბრობენ თავდასხმის მიზეზებზე. აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბარისგან თავს შეიკავებენ.  

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი