აჭარის მაღალი ზონის სოფლებში მოსახლეობა ზამთარში გზებზე არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს

17 დეკემბერი 2019, 20:48 2189 ნახვა

აჭარის მაღალი ზონის სოფლებში მოსახლეობა ზამთარში გზებზე არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ამბობენ, რომ  გზაზე გადაადგილება ყინვაში განსაკუთრებით რთულია. მათივე თქმით  საფრთხის გამო ისინი ხშირად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას თავს არიდებენ.

მაგრამ საფრთხეს ისიც ამწვავებს, რომ ასეთ გზებზე გადაადგილება იმ მიკროავტობუსებსაც უხდებათ, რომლებსაც სკოლებში ბავშვები გადაჰყავთ.  გზები კი მეტწილად მოყინული სწორედ დილის საათებშია. ცნობისთვის, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს პრევენციისთვის ტექნიკური მარილის გამოყენება ჯერ არ დაუწყია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი