გიორგი გახარია - ჩვენი ქვეყნის ერთიანობის საბოლოოდ აღდგენისთვის, ომის გარდა ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ - “ელჩების კონფერენცია 2019”

17 დეკემბერი 2019, 12:06 1070 ნახვა

„ელჩების კონფერენცია 2019”- თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა  საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართაეს პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. სამი დღის განმავლობაში მხარეები იმსჯელებენ  საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიულ მთლიანობის, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის შესახებ.

დიპლომატები  შეაფასებენ წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო- პოლიტიკურ მიღწევებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას  და ახალ ინიციატივებს. კონფერენციის ფარგლებში ცალკე სამუშაო სესია დაეთმობა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრიორიტეტებს. დღის ბოლოს კი საქართველოს საელჩოების და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „ორბელიანის სასახლეში“ უმასპინძლებს პრეზიდენტი, კონფერენცია კი 20 დეკემბერს დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი