მმართველი პარტიის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ, ოკუპირებულ ცხინვალში ტყვედ აყვანილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის გინების გამო, ბოდიში მოიხადა.
„ის, რაც ვთქვი ემოციურად და გადავედი კორექტულობის ზღვარს, იმაზე ვიხდი ბოდიშს. დანარჩენი მე არ ვიცი რა ხდება", - თქვა „ტვ პირველის" ეთერში ერეკლე კუხიანიძემ. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმს და მისი ოჯახის წევრებს, სოციალურ ქსელში დეპუტატმა აგინა, მათ იდოტები და პროვოკატორები უწოდა.
ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ დეპუტატს ჰკითხა, მოუხდიდა თუ არა მასაც და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშს მათი გინების გამო, დეპუტატმა ამ კითხვას არ უპასუხა.