მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქართველი სპორტსმენები

16 დეკემბერი 2019, 13:57 24954 ნახვა

გაიცანი ქართველი სპორტსმენები, რომლებიც კონკრეტულ სპორტის სახეობებში აბსოლუტური ჩემპიონები და ყველაზე ძლიერი სპორტსმენები არიან.

ლაშა ტალახაძე - ძალოსანი

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ძალოსნობის სამყაროს ყოველწლიურად აკვირვებს თავისი რეკორდებით.
26 წლის სპორტსმენი ბოლო წლებია პრაქტიკულად თავისივე რეკორდებს ხსნის. ბოლოს 27 სექტემბერს ქართველმა გიგანტმა აკვრაში 220 კოლოგრამი დაძლია, ხოლო ატაცში 264 კილოგრამის აწევა მოახერხა და კიდევ ერთჯერ მოხსნა თავისივე რეკორდი.
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური, მსოფლიოს 5 გზის და ევროპის 4 გზის ჩემპიონია. ტალახაძე ასევე მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ძალოსნად ორჯერ დაასახელეს. 

ლევან საგინაშვილი - მკლავჭიდელი 

ქართველი მკლავჭიდელი ტოპ 8-ის გამარჯვებული გახდა და მსოფლიოს საუკეთესო 8 მკლავჭიდელს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ყველა ორთაბრძოლა ისე მოიგო, რომ მეტოქისთვის ერთი რაუნდიც არ დაუთმია.
ლევან საგინაშვილი იგივე ,,ქართველი ჰალკი'' აბსოლუტურ მკლავჭიდში მსოფლიოს 7 გზის და ევროპის 6 გზის ჩემპიონია. ლევანი ასევე მრავალი სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრისა და ფესტივალის გამარჯვებულიცაა.

გენო პეტრიაშვილი - ჭიდაობა

კიდევ ერთი ძლიერი ქართველი აბსოლუტურ ჭიდაობა. გენო პეტრიაშვილი ჭიდაობაში მსოფლიოს 3 გზის და ევროპის ჩემპიონია.
25 წლის ქართველი ასევე ოლიმპიადის პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის 2 გზის ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

კონსტანტინე ჯანაშია - სთრონგმენი 

კონსანტინე ჯანაშია იგივე ,,ქართველი ხარი’’, სწორედ ასე მოიხსენიებენ ქართველ სთრონგმენს მსოფლიო სთრონგმენთა სამყარო. 
ჯანაშიას ეკუთნის მსოფლიო რეკორდი ამოწევაში. ქართველმა სთქონგმენმა 510 კილოგრამის ამოწევა შეძლო.
კონსტანტინე ჯანაშია მსოფლიოს სთრონგმენთა ჩემპიონატის ვერცხლის მედლის, ევროპის ჩემპიონატის ასევე ვერცხლის მედლის მფლობელია.

ჯანაშია ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირის და ფესტივალის გამარჯვებულია. ,,ქართველი ხარი’’  მსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერ სთრონგმენს შორის არის დასახელებული.
 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში