19 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური ჩინეთის ქალაქ ციანდაოში მიმდინარე მასტერსის ფინალშია. 90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში, ბექაური ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს შეერკინება. ბექაურმა ნახევარფინალში თურქი მიკაილ ოზერლერი 10:0 დაამარცხა.
ფინალური ბლოკი 13:00-ზე დაიწყება. ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.