1 ოქრო, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაო - აჭარის ჭიდაობის ნაკრების შედეგი

13 დეკემბერი 2019, 10:18 2032 ნახვა

ჭიდაობაში ბათუმში მიმდინარე საქართველოს თასსზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 63 კგ. წონით კატეგორიაში აჭარიდან ორმა სპორტსმენმა მოიპოვა მედალი.

ოქროს მედლის მფლობელი ლერი აბულაძე გახდა, ხოლო ქერიმ მაჩალიკაშვილმა ვერცხლი მოიპოვა. 72 კგ. წონით კატეგორიაში კი აჭარის წარმომადგენელმა შმაგი ბოლქვაძემ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ბოლქვაძე ფინალში იური ლომაძეასთან დამარცხდა. ამავე წონაში ოთარ აბულაძემ ბრინჯაოს მედალი მოუტანა აჭარის ნაკრებს.

82 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი აჭარის წარმომადგენელი იყო ფინალში. გელა ბოლქვაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამ წონაში ბრინჯაოს მედალი კი ვახტანგ ხალვაშმა აიღო.  საბოლოო ჯამში, გუშინ მოჭიდავეებმა აჭარიდან 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

დღეს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური წონების ფინალური შეხვედრები გაიმართება. ფინალში აჭარიდან 4 სპორტსმენი გავიდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ერთმანეთს აჭარის ნაკრები ორი წარმომადგენელი შეხვდება. საუკეთესოს ვინაობას ერთმანეთში ამირან შავაძე და გიზო მელაძე გაარკვევენ.

67 კილოგრამში აჭარის ნაკრების წევრი რამაზ ზოიძე ფინალში გიორგი შოთაძეს დაუპირისპირდება. 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი, აჭარის ნაკრების წარმომადგენელი მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გობაძე, ფინალში რობერტ კობლიაშვილს შეხვდება. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი