"შეშლილი ხელისუფლებისგან არ გამიკვირდება, ბრალი წამიყენონ იმაზე, რომ პარლამენტში ცუდი სუნი იყო" - ირმა ნადირაშვილი

12 დეკემბერი 2019, 14:12 1668 ნახვა

"არ მგონია, რომ სერიოზული იყოს ასეთი ქმედება ან უაპელაციოდ ვინმეზე ხელის გაშვება" - ამბობს ირმა ნადირაშვილი პარლამენტში სპეციფიკური სუნის გაშვებაზე და იმ ფაქტზე, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა მათ სითხის გაშვებაში დასდეს ბრალი.  

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ არ გაუკვირდება სუნის გაშვების ბრალდებით დააკაონ. "ამ შეშლილი ხელისუფლებისგან ყველაფერი შეიძლება მიიღო, მას შემდეგ რაც გიგი უგულავას დაკავების ფაქტზე გავიგე, არ გამიკვირდება ბრალი წამიყენონ იმაზე, რომ პარლამენტში ცუდი სუნი იყო" - ამბობს ნადირაშვილი.

აცხადებს, რომ ბიუროს დარბაზში იყო და ცუდი სუნის გამო, დარბაზიდან მალევე გამოვიდა.  

მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ფეკალიების სუნი დარბაზში მათ გაუშვეს. ამტკიცებენ, რომ ის უსაფრთხო და მშვიდობიანი იყო, სიმბოლურად კი ასახიერებს იმას, რომ დღეს ქართული პარლამენტარიზმი ყარს. 

მძარაფრი სუნის გამო, საქართველოს პარლამენტში, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. როგორც ენძელა მაჭავარიანი ამბობს, მას არ დაუნახავს თუ ვინ დაასხა დარბაზში სითხე  ან რა, მაგრამ "სპეციფიური სუნი იგრძნო" და ალერგიული შეტევა დაემართა. 

ნუკრი ქანთარია კი მიიჩნევს, რომ ეს ოპოზიციური პარტიის წევრების მცდელობა იყო, რომ ჩაეშალათ სხდომა, სადაც დეპუტატებს უვადოდ 14  მოსამართლეობის კანდიდატის დამტკიცების საკითხი უნდა განეხილათ. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს, რასაც სპეციფიკური სუნი ჰქონდა. უსაფრთხოების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა გაურკვეველი დროით შეწყვიტა.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სითხე ოპოზიციის წევრებმა დაასხეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი