ნაცმოძრაობის ბანძი და გოიმური სვლა - მამუკა მდინარაძე პარლამენტში ფეკალიების სუნის გაშვებაზე 

12 დეკემბერი 2019, 13:46 1606 ნახვა

"საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიო საქციელთან, რამე თუ შეიძლება მოიგონოს ადამიანის გონებამ. ნაცმოძრაობა თავისი სატელიტი პარტიებით, მოძრაობებით დღეს დამთავრდა. ბოდიში ყველასთან, ასეთი ბანძი მოქმედებით, ასეთ გოიმური მოქმედებებით" განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.  

მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ფეკალიების სუნი დარბაზში მათ გაუშვეს. 

საქართველოს პარლამენტში, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. სავარაუდოდ, სხდომათა დარბაზში,  სითხე მოასხეს, რომელსაც მძაფრი სუნი ჰქონდა და დეპუტატების ნაწილი შეუძლოდ გახდა. როგორც ენძელა მაჭავარიანი ამბობს, მას არ დაუნახავს თუ ვინ დაასხა დარბაზში სითხე  ან რა, მაგრამ "სპეციფიური სუნი იგრძნო" და ალერგიული შეტევა დაემართა. 

ნუკრი ქანთარია კი მიიჩნევს, რომ ეს ოპოზიციური პარტიის წევრების მცდელობა იყო, რომ ჩაეშალათ სხდომა, სადაც დეპუტატებს უვადოდ 14  მოსამართლეობის კანდიდატის დამტკიცების საკითხი უნდა განეხილათ. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს, რასაც სპეციფიკური სუნი ჰქონდა. უსაფრთხოების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა გაურკვეველი დროით შეწყვიტა.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სითხე ოპოზიციის წევრებმა დაასხეს. იგივეს ამბობს უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია: "ორი ქალბატონი, რომელიც მარიფათით გამოირჩევა, როგორც ვიცი დაასხა რაღაც ხსნარი. იატაკზე დაასხესო, ახლა გამოჩნდება რა არის. საუბარია ნაციონალურ მოძრაობის დეპუტატი, ზუსტად ვინ მე არ დამინახავს, ალბათ იტყვიან. ვერ აგიხსნით ზუსტად რა იყო, ხომ იცით, სუნის გადმოცემა ძალიან ძნელია". 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი