იურიდიულმა კომიტეტმა უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა - ხმაური და დაპირისპირება სხდომაზე /ჩართვა/

12 დეკემბერი 2019, 12:04 1626 ნახვა

პარლამენტთან საპროტესტო აქციის პარალელურად ხმაურია დილიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. სხდომა  სულ რამდენიმე წუთის  წინ დასრულდა. მანამდე იყო დაპირისპირება უმრავლესობისა და ოპოზიციის  დეპუტატებს შორის, ჟურნალისტები სხდომათა დარბაზიდან იძულებით გაიყვანს და არ მიეცათ მუშაობის საშუალება ისინი დაახლოებით 20 წუთიანი ინტერვალის შემდეგ დაბრუნდნენ სხდომათა დარბაზში. ამაზე პასუხისმგებლობა ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს დააკისრა.

ოხანაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურას ოპოზიციის პროტესტის ფონზე ჩაატარა, მოსამართლეობის 19 კანდიდატს ეყარა კენჭი,  მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი