საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილეს დაესწრნენ. პარალელურად, გაიმართა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ქართული სამშვიდობო ოცეულის გაცილების ცერემონიალიც. საფრანგეთის თავდაცვის მინიტრმა ქართულ სამშვიდობო ოცეულს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მონაწილეობისთვის, მადლობა გადაუხადა.