ბათუმის ზღვისპირა პარკის და პლაჟის ტერიტორიებზე განთავსებულ ჯიხურების მიერ დაკავებული 224 კვ მ 14 მიწის ნაკვეთი 2 წლის ვადით იჯარით გაიცემა. შპს „ჯორჯია ინდუსტრიალ მენეჯმენტ გრუპს“ წლიური საჯარო ქირა თავდაპირველად, 12 880 ლარად ქონდა მოთხოვნილი. თუმცა დეპუტატებმა თანხის გაზრდა მოითხოვეს. საბოლოო გადაწყვეტილებით წლიური იჯარის ფასი 30 ათას ლარამდე განისაზღვრა.