საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაზე 23 ფიზიკური პირი ამხილეს. მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიების ვერსიით, დანაშაულში მხილებული პირები, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე თბილისში, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას.
მათ გადასახადებისა და მოსაკრებელს თავი აარიდეს, ეროვნული ბანკის რეგისტრაცია არ გაიარეს და ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.