ოკეანეებში ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად შემცირდა

10 დეკემბერი 2019, 18:45 2494 ნახვა

„ბუნების დაცვის საერთაშორისო გაერთიანებამ“ -  (IUCN) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც მეცნიერები იუწყებიან, გლობალური დათბობის გამო, ოკეანეების წყლებში ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად შემცირდა. 

კვლევის დროს ოკეანეების 700-მდე პერიფერია შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ზღვის ბინადარ არაერთ სახეობას გადაშენება ემუქრება. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ზვიგენებიც, რომლებიც დედამიწის ეკოსისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ. 

მეცნიერების დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ჟანგბადის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ქიმიური ნარჩენებია, რომლებიც ოკეანეებში ხვდება.

ორგანიზაციის წარმომადგენლები და კვლევით პროცესში ჩართული მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ერთადერთი გამოსავალია, სახელმწიფოებმა ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ  სტრატეგიული ზომები მიიღონ. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში