2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი,ოპოზიციის გარეშე დაამტკიცეს,მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 16 მილიარდ ლარს შეადგენს, განხილვის პროცესს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, იმ მოტივით, რომ ბიუჯეტი არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებს, მმართველმა გუნდმა კი ფინანსთა მინისტრს მხოლოდ ორი კითხვა დაუსვა და ბიუჯეტი 83 ხმით დაამტკიცა.