ოპოზიციური სპექტრი სამოქმედო გეგმის განსახილველად კვლავ შეიკრიბა, მათ მიერ შეთავაზებული გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შექმნილი და საქართველოზე მორგებული ინიციატივა, მმართველმა გუნდმა დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე დაიწუნა, მოდელი გულისხმობს შერეული სისტემის დატოვებას, მაგრამ მაჟორიტარების ნაწილში, ოლქების ათამდე შემცირებას და აღნიშნულ ოლქებში მრავალმანდატიანი ფორმატის შექმნას, რაც ჯამში მაჟორიტარების რაოდენობას პარლამენტში უცვლელად დატოვებს.