ძველ ბათუმში 12 ობიექტში პოლიცია შევიდა

09 დეკემბერი 2019, 16:38 12575 ნახვა

​ძველ ბათუმში,   გამსახურდიას ქუჩაზე ერთდროულად ​მასაჟის 12 სალონში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქმეს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის მუხლით იძიებენ. 

''დაწყებულია გამოძიება 254-ე მუხლით, რაც პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 12 ობიექტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან შესულები და ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს'', - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი