ტყვეობის 29-ე დღე, მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა საზღვარი არ აღიარა, რაც მისი თავისუფლების გარანტი გახდებოდა. ქართველი ექიმი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. სოლიდარობის ნიშნად დღეს, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.
სპეციალური მიმართვა გაავრცელეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, ძალისხმევა არ დაიშურონ და მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის უვნებლად დაბრუნება.