ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის, განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, არსებობს მიმალვის და მტკიცებულებების გაქრობის საფრთხე,რასაც დაკავებულის ადვოკატი არ დაეთანხმა.
მისი თქმით, სასულიერო პირი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს და ის პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა. ადვოკატი ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მან ასევე სასამართლოს წარუდგინა სასულიერო პირების ნაწილის შუამდგომლობა და ბერის დახასიათება.
2 დღის წინ, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი დააკავეს. მეორე დაკავებულს, რომან მალანიას 10 000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.