უმრავლესობის დღევანდელი სხდომიდან გამოსული დეპუტატი, რომელიც მოსახლეობას ამერიკულ მოდელს სთავაზობს, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგია, თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი და მისი მომხრეებიც ბევრია.
დიმიტრი ხუდნაძეა ის მაჟორიტარი ვინც ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის პროპორციული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მეორედ უპირისპირდება, ოპოზიციას ბუნებრივია ამის არ სჯერა და კომპრომისზე წასვლას არ აპირებს რადგან ზუსტად იციან, რომ ეს სცენარი სპექტაკლის ნაწილია, რომელზეც ივანიშვილი მუშაობს.