დაცული ტერიტორიების იმ რეინჯერებს, რომლებმაც მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა მადლობის სიგელები გადაეცათ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ რეინჯერებს მადლობა გადაუხადა. აღნიშნა, რომ მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე რთული მდგომარეობა იყო, თუმცა რეინჯერების შრომის შედეგად ტერიტორია ახლა დასუფთავებულია.
ვალერიან მჭედლიძემ ყველა ტურისტს კიდევ ერთხელ მოუწოდა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და არ დაანაგვიანონ ტერიტორია.
მყინვარზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ნაგვის ურნები განთავსებული არ არის, ვინაიდან ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია.
დასუფთავების აქციამდე მყინვარწვერი ნაგვით იყო სავსე. პოლიეთილენის პარკები, ერთჯერადი ჭიქები, პლასტმასის ბოთლები, კონსერვის ყუთები - რეინჯერებმა ტერიტორიიდან ვერტმფრენით გაიტანეს.