"ნუ ГАИგივდებით საბჭოთა მილიციასთან" - #სირცხვილიას აქცია პოლიციასთან

05 დეკემბერი 2019, 14:32 1595 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს - ''ნუ დაგვაბრუნებთ ГАИ-ის ეპოქაში. სამოქალაქო აქტივისტები უწყებასთან ბანერებით, ''გაიშნიკების'' ცნობილი შავ-თეთრი მარეგულირებელი ჯოხით და სასტვენებით მივიდნენ. 

ჯოხის და სასტვენის ქვემოთაც  კი 5 ლარიანი შეაცურეს, როგორც მოშლილი სისტემის და კორუფციის სიმბოლო. 

''მოძალადესთან ნუ ГАИგივდებით'', ''ვაჟა, კახა და ლევანი გაკვირდებით ყველანი'', ''ვაჟა გადმოდი მანქანიდან'' - ეწერა სამინისტროსთან მიტანილ ბანერებზე. 

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ აქციებისა და კონტრაქციების დროს პოლიციამ მშვიდობიან დემონსტრანტებს არ იცავს. 

''მოვედით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმისთვის, რომ ჩვენი საფუძვლიანი გულისტკივილი და საყვედური დავაფიქსიროთ. ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში ვხედავთ, როგორ არ რეაგირებს პოლიცია ადგილზე სამართალდარღვევის ფაქტებზე. როგორც აღარ იცავს მშვიდობიან მანიფესტანტებს. თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, ზუგდიდში ვხედავთ აგრესიული ჯგუფები როგორ მოდიან, როგორ უკეთებს პოლიცია მათ კორდონს ან საერთოდ არ მოდიან, იმ ადგილას სადაც ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ. ნუ დავბრუნდებით ძველისძველ ГАИ-ის ეპოქაში. დავუბრუნოთ ხალხს პოლიცია, რომელიც უყვარს და სჯერა'' - ამბობს გიგა მაქარაშვილი. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი