აქტივისტები ბათუმის მაჟორიტარის, მუხრან ვახტანგაძის კაბინეტთან სტიკერების გაკვრას ცდილობენ

05 დეკემბერი 2019, 11:32 2143 ნახვა

ბათუმის მერიაში, სადაც დეპუტატ მუხრან ვახტანგაძის ბიუროა, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და აქტივისტები მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მაჟორიტარის კაბინეტთან მისვლა და სტიკერი გაკვრა სურთ. სავარაუდოდ, საუბარია წარწერაზე - ''მონა'', რომელიც გუშინ ხულოსა და შუახევში, ანზორ ბოლქვაძის ბიუროში გააკრეს.

დაცვის პოლიცია მათ საშვის გამოწერას სთხოვს. 

აქტივისტები ამბობენ, რომ მათ ''ქართული ოცნების'' წევრთან აქვთ კითხვები და ვახტანგაძის პასუხები აინტერესებთ. 

დაბოქლომების აქციების დაწყების შემდეგ, 22 ნოემბერს მუხრან ვახტანგაძე, სპორტსმენებთან ერთად მერიასთან მივიდა. მაშინ დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არეულობის საშუალებას არავის მისცემდა.  ვახტანგაძე ელოდა, რომ მის ბიუროს ''დააბოქლომებდნენ'', თუმცა იმ დღეს აქტივისტები უმაღლეს საბჭოში წავიდნენ.  დეპუტატის ბიუროსთან კი, დღეს გამოჩდნენ. 

 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი