ბათუმის ''დინამომ'' შესაძლოა 23 წლის ბრაზილიელთან კონტრაქტი გააფორმოს

04 დეკემბერი 2019, 18:25 3759 ნახვა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ბათუმის "დინამო" ახალი სეზონის დაწყებამდე, მეორე ტრანსფერზე მუშაობს, სავარაუდოდ, ბათუმელებს ბრაზილიელი ნახევარმცველი, ვაგნერ გონსალვეში შეუერთდეს. 

მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა კონტრაქტი ამ ეტაპზე გაფორმებული არ არის. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გახდა ცნობილი, შეთავაზება ძალაშია და ფეხბურთელის პასუხს ელოდებიან. 

გია გეგუჩაძის გუნდმა 2020 წლისთვის მზადება უკვე სერიოზულად დაიწყო და უკვე მეორე ტრანსფერზე მუშაობენ. მანამდე, შავიზღვისპირული კლუბის რიგებში მათე ცინცაძე ჩაირიცხა, რომელიც ბოლოს ლატვიურ "იელგავაში" გამოდიოდა.

​ვაგნერ გონსალვეშის ბოლო კლუბი "საბურთალო" იყო, რომელიც აგვისტოში დატოვა და საბერძნეთში უნდა წასულიყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. 

ბათუმის დინამომ ეროვნული ლიგა ვიცეჩემპიონის სტატუსით დაასრულა, მას დიდი შანსი ჰქონდა წელსაც გამხდარიყო ჩემპიონი, თუმცა რამდენიმე გადამწყვეტი თამაშის წაგების შემდეგ, პირველობა თბილისის "დინამოს" დაუთმო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი