ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. დოკუმენტი ჯერ ბიუროს წარედგინება, მოგვიანებით კი მის განხილვას კომიტეტებში დაიწყებენ.
ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ქართულ რეალობაზე მორგებული ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან სრულიად თავსებადია, რასაც ისევ კატეგორიულად უარყოფენ მმართველ გუნდში. ოპოზიცია ამ კანონპროექტს ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად მიიჩნევს.