დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელმა ყინვამ შესაძლოა ციტრუსი დააზიანოს - გარემოს დაცვა

04 დეკემბერი 2019, 14:36 2501 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6–7 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოში  ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.

სანაპირო კურორტებზე ციტრუსის დაზიანების რისკი დაბალია, რადგან ტემპერატურა მხოლოდ -1 გრადუსამდე დაიკლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი