მირიან შენ არ ხარ ძველი ბიჭი - ელგუჯა ბაგრატიონი ქობულეთის მერს

03 დეკემბერი 2019, 14:10 2996 ნახვა

ქობულეთის მერიაში კიდევ ერთი დაპირისპირება იყო. ამჯერად მერმა, მირიან ქათამაძემ და  ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა იკამათეს. 

ელგუჯა ბაგრატიონი - იცი ერთ კვირის წინ რა მოხდა ქობულეთის მერიის წინ?

მირიან ქათამაძე - შენ იცი რა მოხდა? მოხდა ის, რომ პროვოკაციაზე იყვნენ შენი თანაკლასელები, ისინი პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენს აქტივისტებს. ჩვენს საჯარო მოხელეებს.

ელგუჯა ბაგრატიონი - რა უნდა შენს აქტივისტებს მერიაში?

მირიან ქათამაძე - შენ უნდა განუსაზღვრო სად მივიდნენ? შენ ვინ გკითხავს სად უნდა იყვნენ ისინი...

ელგუჯა ბაგრატიონი - რას ნიშნავს ვინ მკითხვას, რა პასუხია, რა ლაპარაკია...მერი ხარ თუ ძველი ბიჭი ხარ? რა ლაპარაკია ვერ გავიგე...

მირიან ქათამაძე - ხელებს ნუ შლი..

ელგუჯა ბაგრატიონი - ვინ შლის ხელებს შენ შლი...

მირიან ქათამაძე - მუნიციპალიტეტის  მერიის პარალიზებას ნუ ცდილობ... დატოვეთ ძალიან გთხოვ მერიის შენობა...აქ ადამიანებს მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ... 

ელგუჯა ბაგრატიონი - ვინ შეუშალა ხელი?

მირიან ქათამაძე - შენ უშლი ამ წუთას...

ელგუჯა ბაგრატიონი - შენი გგონია ეს შენობა?

მირიან ქათამაძე - შენ შენი გეგონა... დაწყნარდი მეთქი გეუბნები ელგუჯა...

ელგუჯა ბაგრატიონი - შენ რატომ უშლი საკრებულოს წევრებს მუშაობაში ხელს?

მირიან ქათამაძე - ვინ შეუშალა ხელი? აგერ არ დგას შენი თანაგუნდელი?

ელგუჯა ბაგრატიონი - მირიან შენ თანამდებობის პირი ხარ და არ ხარ ძველი ბიჭი...

კამათის შემდეგ ქობულეთის მერმა და დეპუტატმა კაბინეტში გადაინაცვლეს. საუბარი დახურულ რეჟიმში ამ დრომდე გრძელდება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი