ამ წუთებში, ოპოზიციონერი ლიდერები „ლეიბორისტების“ ოფისში არიან შეკრებილები და ე.წ. გერმანული მოდელის გარდა, სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის დასადასტურებლად, მათ მიერ შემუშავებულ პროექტს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ეუთოს გაუგზავნიან. სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ოპოზიცია აქციებს გეგმავს.