ქედის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 750 ათასი ლარი იქნება

01 დეკემბერი 2019, 12:15 2501 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 750 ათასი ლარი იქნება, 2019 წელთან შედარებით 150 ათასი ლარითაა გაზრდილი. უახლოეს დღეებში ბიუჯეტის საჯარო განხილვაა დაგეგმილი. 2020 წლის ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურაა, რომლისთვისაც 4 მილიონ 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

იგეგმება სოფელ აქუცაში საავტომობილო ხიდის მშენებლობა, სოფელ აგარის სოციალური სახლის მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულება, გაგრძელდება წყლის სისტემის მონტაჟი. ქედაში, აბაშიძის ქუჩასა და სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გაგრძელდება მეწყერსაჭინააღმდეგო ღონისძიებები. 300 ათასი ლარი გამოიყოფა, დოლოგანსა და დაბა ქედაში  მონაწილეობით ბიუჯეტისთვის, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმარებაში მოსახლეობის მონაწილეობას გულისხმობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი