ელისაბედ რუდი: როგორც გახსოვთ ამერიკის შეერთებულმა შტატებთან ევროკავშირთან ერთად გამოთქვა იმედი და მოუწოდა დიალოგისკენ მას შემდეგ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 ისთვის ვერ მოხერხდა.ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს დიალოგი დღეს დაიწყო.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნა, ვიდრე რაიმე ვარიანტის გამორიცხვა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს USAID - ის მეშვეობით აღნიშნულ შეკრებას. ძალიან მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოდგენილი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც გაგვიზიარებენ საკუთარ რჩევებს და საექსპერტო შეხედულებებს.
ჩვენც მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს. აქ არიან ევროკავშირის დელეგაციის ელჩი და გერმანიის ელჩი. ვფიქრობ, რომ შევხედრის მონაწილეები გამოავლენენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ საკუთარ ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაზე.