აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა

29 ნოემბერი 2019, 20:00 1579 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროს შესაძლოა საჯარო სკოლების დირექტორების, ან მოვალეობის შემსრულებლების გათავისუფლების უფლებამოსილება მიენიჭოს. ამასთან, ცვლილებით, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, სამინისტრო უფლებამოსილი იქნება დაითხოვოს სამეურვეო საბჭო. პარლამენტმა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღო.

პროტესტის ფონზე ჩატარებულ სხდომაზე ინიციატივა უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა.   საუბარია ცვლილებებზე „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში. უფრო კონკრეტულად კი რეგიონისთვის უფლებების დელეგირების ნაწილზე.  

ანუ, ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ აჭარის განათლების სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, შეისწავლოს გადაცდომები სკოლებში, რის შემდეგაც ასევე უფლება ექნება საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება, ვადამდე შეუწყვიტოს დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება.

ამასთან ექნება უფლებამოსილება დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი