არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დროული გათავისუფლება უნდა მოხდეს – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმაც საქართველოში, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ჩართულები არიან გამოსავლის სწრაფად პოვნაში.
შეგახსენებთ, ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ 9 ნოემბერს დააკავეს. იგი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება. მას სოლიდარობა ქვეყნის შიგნით და საზღვრებს მიღმა არაერთმა ექიმმა გამოუცხადა. რეგიონებში გაიმართა „თეთრი ხალათების“ აქცია.