დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ქართული ოცნების და ოპოზიციის შეხვედრა ხვალ იგეგმება 

29 ნოემბერი 2019, 18:11 1371 ნახვა

„ეჭვი მეპარება, ვინმემ ჩათვალოს, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციას შეეფერება“ - მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც ხვალ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით უნდა შედგეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ასე ეხმაურება.

ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში საარჩევნო სისტემის ცვლილება მარტივია, როგორც გერმანული მოდელით, ასევე ჩაგდებული პროექტის ხელახალი ინიცირებითაც. ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხვალინდელი შეხვედრა,  რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, სავარაუდოდ, აქციის ფონზე გაიმართება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი