მთავარის ეთერით გასული სიუჯეტის კიდევ ერთი შედეგი. ცნობილი გახდა, რომ დღეიდან თამბაქოს მწარმოებელი ფერმერები თუთუნის რეალიზაციას აქციზისა და შეფუთვის გარეშე შეძლებენ. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. საპროტესტო აქციები ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით თუთუნის მწარმოებლებმა მთავრობის სახლთანაც გამართეს, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონში, ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობაზე და ისაუბრა.