აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ორგანიზაციული მოწყობის გაუმჯობესების, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შესაბამისად დაიწყო პროცესი. რეორგანიზაცია 1 ნოემბერს გამოცხადდა და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.