ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიიციით დაქვეითდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები. ჯვაროსნებმა ნოემბერში ორი შეხვედრა დათმეს. პირველ მატჩში ვეროპის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში შვეიცარიასთან 1-0 დამარცხდა, შემდეგ კი ამხანაგური მატჩი მსოფლიოს ვიცე ჩემპიონთან ხორვატიის ნაკრებთან 2-1 წააგო.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 1267 ქულით 91-ე პოზიციაზე იმყოფება. საქართველოს ნაკრები 4 საფეხურით ჩამორჩება ბელარუსს, რომელთანაც ერთა ლიგის პლეი-ოფში მოუწევს შეხვედრა. რაც შეეხება ტოპ-ათეულს, აქ ერთი ცვლილება მოხდა – ადგილები ხორვატიამ და პორტუგალიამ გაცვალეს. პირველ ადგილს ბელგიის ნაკრები იკავებს, მეორე პოზიციაზე მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული გუნდია, მესამე ადგილი კი სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელ ბრაზილიას უკავია.