საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება, გავლენიანი ამერიკული გამოცემა. ვაშინგტონ პოსტის სტატიაში სათაურით “საქართველოში დემოკრატია კრიზისისკენ მიემართება, ნათქვამია, რომ საქართველო კრემლის მეთოდებით იმართება. მმართველობის ეს სტილი კი ბიძინა ივანიშვლმა დანერგა. საუბარია კრიტიკული მედიის ბიზნესის და პოლიტიკურ ოპონენტების დევნაზე.სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლელი პარტნიორები ივანიშვილისგან საარჩევნო ცვლილებას მოითხოვენ, რაც მას მომავალ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვებას უზღუდავს და რომ მოსკოვისთვის ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა საუკეთესო ვარიანტია.
ვრცელ სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ივანიშვილმა კრემლიდან არაერთი მაგალითი გადმოიღო. მათ შორის, მედიაზე კონტროლის დამყარება. საკითხს უკვე მოჰყვა საქართველოში პოლიტიკური გამოხმაურება.