ხვალ აჭარაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, სანაპირო კურორტებზე +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონი 10-15 მეტრი წამში. მთიან ზოლში ჰაერი +13, +15 გრადუსამდე გათბება.
კონკრეტულად 27 ნოემბერს:
ბათუმში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10 დღისით +19 გრადუსი;
ქობულეთში - პერიოდულად ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7 დღისით +18;
შუახევში - უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5 დღისით +14;
ხულოში - პერიოდულად ღრუბლიანობა მიომატებს. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +14;
ქედაში - უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +17;
გოდერძის უღელტეხილზე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -4 დღისით +5.
ფოტო: ბათუმის ბულვარი