თემა დახურულია - ასეთი იყო კახი კალაძის და „ქართული ოცნების“ პასუხი რამდენიმედღიან პროტესტზე და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნაზე. ასეთი განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა დაგეგმილი აქციის წინ გააკეთა. თქვა, რომ ისინი იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ მიიღებენ მონაწილეობას, არ დაუპირისპირებენ კანდიდატს. ამას ოპოზიციამ უკვე უწოდა „ვაჭრობა.“
მთავარი განსახილველი თემა დღეს მოსალოდნელი კიდევ ერთი რისკი იყო - კალაძის თქმით შესაძლოა გამოკითხვა მომავალში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ჩატარდეს, არადა წესით ეს კონსტიტუციითაა გარანტირებული.
„დაცინვა,“„პოლიტიკური თაღლითობა“ და „არასერიოზული დამოკიდებულება“ - ასეთია დღის ოპონენტი პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხრიდან. ამბობენ, რომ ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალს არ ეძებს.