„ეს არის პროვინციული სპექტაკლი, სადაც რეჟისორიც და მსახიობებიც არაპროფესიონალები არიან და უხარისხო სპექტაკლებს დგამენ“ - ექსპერტები ასე აღწერენ „ქართული ოცნების“ ბოლო პოლიტიკურ ნაბიჯებს და კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას.
ისინი მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციით გაწერილი 2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არაადეკვატურს უწოდებენ. იგივეს ფიქრობენ მესამე სექტორშიც.