ქობულეთის მერიასთან დაპირისპირება იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

25 ნოემბერი 2019, 13:16 3695 ნახვა

ქობულეთში, მერიის შენობის წინ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ბონდო თედორაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ ქობულეთის მერის დავალებით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ოპოზიციონერის მტკიცებით, ისინი დედაქალაქში აქციაზე აპირებდნენ წასვლას და მერიის შენობასთან იკრიბებოდნენ. 

''მერიის ადმინისტრაციის შენობის წინ, მეგობრები თბილისში გასამგზავრებლად ვიკრიბებოდით. რატომღაც მირიან ქათამაძემ ეს შეკრება აქციად ჩათვლა და იფიქრა, რომ მერიის შენობის დაბოქლომებას ვაპირებდით. ალბათ, მაგიტომაც ჰყავდა ადგილზე პოლიცია და აქტივისტები მობილიზებული.  ადგილი ჰქონდა ჩვენს შორის მცირე დაპირისპირებასაც, მირიან ქათამაძის დამქაშებმა შეეცადნენ მერიის შენობაში არ შევეშვი,'' - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ბონდო თედორაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეეცადა დაკავშირებოდა ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ის საკრებულოს სხდომაზე იყოფება და  ვერ გვიპასუხებს. 

​შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ქობულეთის მერიასთან ერთი პირი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესის დარღვევას ედავებიან.

დაპირისპირების ვიდეოს 25-ე  არხი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი