საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 და ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა 1357 ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა. 2016 წლის 6-8 სექტემბერს, საპოლიციო კონტროლის დროს სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 59 ფაქტი; ქურდობის– 20; ოჯახური ძალადობის 4 ფაქტი; ცემის და ძალადობის 4 ფაქტი; საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა : 4 ავტომატი, 12 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 2 შაშხანა, 12 გადაჭრილი სანადირო თოფი, 8 სანადირო თოფი, და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები. საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 30 პირი დააკავეს.