პარლამენტში დღევანდელ ბიუროს სხდომასა და დღეისთვის დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენებს ოპოზიცია არ დაესწრება

25 ნოემბერი 2019, 12:25 787 ნახვა

პარლამენტში დღევანდელ ბიუროს სხდომასა და დღეისთვის დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენებს ოპოზიცია არ დაესწრება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ  არაფერი ესაქმებათ იქ, სადაც "ქართული ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს ატყუებს და ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ისინი პროტესტზე უარის თქმას მხოლოდ მმართველი გუნდის მხრიდან საკუთარი პირობის შესრულების შემდეგ აპირებენ. მმართველი გუნდში  პროცესს მხოლოდ საზოგადოების ინტერესების ბოიკოტირებად აფასებენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი