ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, "სანაპიროს" მოპირდაპირე მხარეს, ტროტუარი დაასხეს და ხეც ჩააბეტონეს - ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქემ მიაწოდა. ფოტოზე ჩანს, რომ ტროტუარზე მოწყობილია კაფე-ბარი.
ვაზუსტებთ, გასცა თუ არა მერიამ ნებართვა ტროტუარის ამ ფორმით მოწყობაზე. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში გვითხრეს, რომ მობილური ჯგუფი ფაქტის შესამოწმებლად ადგილზე გავიდა.